Sunday, June 27, 2010

ლეგენდები და სინამდვილე

1.პროექტის სახელი: ლეგენდები და სინამდვილე

2.პროექტის მოკლე აღწერა: ლეგენდების და ისტორიული სინამდვილის შესწავლა თმოგვის ციხეზე

3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ხელმძღვანელთან ერთად შეაგროვებენ ხალხში გავრცელებულ ლეგენდებს და მოახდენენ მათ ჩაწერას, ასევე ისტორიულ წერილობით წყაროებს თმოგვის ციხის შესახებ. შემდეგ მოაწყობენ ლაშქრობას თმოგვის ციხეზე და მოახდენენ ლეგენდების და ისტორიული წყაროების განხილვას. გაანალიზებენ ამათუ იმ ლეგენდის ისტორიულ სინამდვილესთან კავშირს.

4.მონაწილეთა ასაკი: 16–17 წელი

5.ვადები/ხანგძლივობა: 2010 წლის ივლისი–ოქტომბერი

6.პროექტის შესაძლო აქტივობები: ზეპირი და წერილობითი წყაროების მოპოვება– შესწავლა, ფოტო და ვიდეომასალის შექმნა.

7.მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაეცნობიან მშობლიური კუთხის ლეგენდებს და მათ წარმოშობას, შეისწავლიან დამოუკიდებელ მუშაობას ლეგენდების და ისტორიული სინამდვილის ურთიერთკავშირზე. გაანალიზებენ თუ რომელ ისტორიულ ეპოქას ეკუთვნის ესა თუ ის ლეგენდა. მეტ ყურადღებას გამოიჩენენ ისტორიული ძეგლებისადმი.

8.სამუშაო ენა: ქართული

9.მონაწილეები სხვა სკოლიდან: მირაშხანის საჯარო სკოლა

10.საგნობრივ ჯგუფთან კავშირი: გეოგრაფია, ლიტერატურა.

11.პროექტის ფასილიკატორი: ბესიკი ბერიძე

12.ფასილიტატორის ელ–ფოსტა: beridzebesiki@gmail.com